თეგი: საბაგირო გზა

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, 13 ივლისს 08:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მომსახურებას 16:00 საათზე განაახლებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში კომპანიის ლაბორატორიული ცენტრის თანამშრომლების მიერ შემოწმდება მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირები. სამუშაოები გეგმურ ხასიათს ატარებს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.  

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „20 მარტიდან რიყე - ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება. „თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, საბაგირო გზა ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს და მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება. რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება